მომსახურება

Contractors

"ჰაბმშენი გთავაზობთ სახლის ასაშენებლად საჭირო ყველა პირობას: 

• არქიტექტურულ პროექტებს
• უფასო ტოპოგრაფიულ გადაღებას
• გამწვანებულ მიწას ქალაქთან ახლოს
• მაღალკვალიფიციურ მშენებლებს

• მაღალი ხარისხის მასალას

• იურიდიული საკითხების მოგვარებას (მაგ. მშენებლობის ნებართვის აღება)

Modern House

თუ თქვენ დღესვე გსურთ გადაბარგდეთ ახალაშენებულ სახლში და არ დაელოდოთ მშენებლობის პროცესს, „ჰაბმშენი“ გთავაზობთ საცხოვრებლად გამზადებულ სახლებს ხელსაყრელ ფასებში! 

Lawn Mower

„ჰაბმშენს“ გააჩნია  თბილისისა და ბათუმის მახლობლად არსებული მიწის ნაკვეთების ბაზა, ჩვენ დაგეხმარებით სასურველი მიწის ნაკვეთის მოძიებასა და შეძენაში

სიახლეები

IMG-20210519-WA0002.png
ნავდარაანთკარში ახალი სახლის მშენებლობა იწყება!

საგურამოსთან, სოფელ ნავდარაანთკარში ჰაბმშენის გუნდმა მორიგი სახლის მშენებლობა დაიწყო.

ობიექტზე დასრულდა მიწის სამუშაოები და მიმდინარეობს საძირკვლის მომზადება

IMG-20210518-WA0002_edited.png

აქციის ფარლებში ორბეთში არსებული სახლის მყიდველი საჩუქრად მიიღებს ბუხარს.

სახლის ღირებულება შეადგენს 95 000$-ის ექვივალენტს ლარში და მოიცავს:747 მ2 ნაკვეთს, 167 მ2 სახლს, სრულ კომუნიკაციებსა და ღობეს.

კჯ.PNG
ბათუმთან ახალი დეველოპერული პროექტი იგეგმება! 

ბათუმიდან 10-15 წუთის მოშორებით, სოფელ თხილნარში, ახალი დეველოპერული პროექტის განხორციელება იგეგემება,პროექტი მოიცავს ორი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნაკვეთზე რელიეფის შესწავლა და მასზე მორგებული პროექტის შექმნა

 
 

იქ, სადაც სიმშვიდეა...

 

ისუნთქე სუფთა ჰაერი!

 

დასრულებული პროექტები

ორბეთი
მუხათწყარო
ქუბრიანთკარი
ტაბახმელა
ზემო ლისი
ზემო ლისი
იაროსლავლის ოლქი
იაროსლავლის ოლქი
იაროსლავლის ოლქი
იაროსლავლის ოლქი

იცხოვრე გამწვანებულ გარემოში!

ჩვენ შესახებ

ირაკლი ახალაძე

კომპანიის გენერალური დირექტორი

akhal.jpg

მოგესალმებით. მე გახლავართ კომპანია „ჰაბმშენის“ გენერალური დირექტორი, ირაკლი ახალაძე.

მშენებლობის სფეროში მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, გადავწყვიტე დამეარსებინა კომპანია საქართველოში, რომელიც ზუსტად მოახერხებდა მომხმარებლების სურვილების რეალიზებას. ეს სურვილები კი, დღესდღეობითი არსებული მძიმე ეკოლოგიური გარემოს გათვალისწინებით, გადატვირთული ქალაქის მოშორებით გამწვანებულ ტერიტორიებზე დასახლებას და კომპაქტური, თანამედროვე სტილის სახლში ცხოვრებას უკავშირდება.

თავდაპირველად მეც სტანდარტული სამშენებლო კომპანია მქონდა, თუმცა დრო იცვლება და შეიცვალა, როგორც ჩემი, ისე ხალხის დამოკიდებულება საცხოვრებლისადმი. მე მივხვდი, რომ უნდა მიმეწოდებინა ადამიანებისთვის საშუალება, ეცხოვრათ ქალაქთან ახლოს, თუმცა აბსოლუტურად განსხვავებულ და ბევრად ჯანსაღ გარემოში.

მე, ჩემს გუნდთან ერთად, უზრუნველვყოფ, რომ მაქსიმალურად შეგიმციროთ დანახარჯები, მოგაწოდოთ უმაღლესი ხარისხის სერვისი, გავაკონტროლო რიელტორის, იურისტის, არქიტექტორის, დიზაინერის, გეოლოგ-გეოდეზისტის, სამუშაოს მწარმოებლის ანუ “პრარაბის“, ელექტრიკოსის, ჭაბურღილების, კანალიზაციის სპეციალისტების მიერ ჩატარებული სამუშაოები და ბოლოს ჩაგაბაროთ სახლის გასაღები, რათა განაგრძოთ ცხოვრება მყუდრო და კეთილმოწყობილ გარემოში!

 

კომპანიის შესახებ

ჩვენი კომპანია სათავეს საქართველოს ფარგლებს მიღმა იღებს, სადაც 10 წლის განმავლობაში 100-მდე საცხოვრებელი სახლი და 3 სააგარაკე დასახლება ავაშენეთ. იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც „ჰაბმშენის“ გუნდმა საერთაშორისო ასპარეზზე მიიღო, აღმოჩნდა, რომ ადამიანები უფრო და უფრო მეტად მიისწრაფვიან წყნარი და გამწვანებული დასახლებული პუნქტების მიმართ, სადაც შეეძლებათ მშვიდ, კომფორტულ და სუფთა გარემოში ცხოვრება. ასევე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ეს დასახლება დიდ ქალაქთან ახლოს იყოს, რაც გაამარტივებს ქალაქის ყოველდღიურ რეჟიმში ყოფნას, მაგრამ აგარიდებთ ყველა იმ მინუსს, რაც მას თან ახლავს. „ჰაბმშენის“ მთავარი მიზანი მოსახლეობისთვის სწორედ ასეთი დატვირთული და დაბინძურებული ქალაქის ალტერნატივის შეთავაზებაა, რომელიც გულისხმობს გამწვანებულ ტერიტორიებს თბილისის მისადგომებთან, კომფორტული და თანამედროვე ტიპის სახლებით, რომელსაც სრულად უზრუნველყოფს ჩვენი პროფესიონალებით დატვირთული გუნდი.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ სრულ და ამომწურავ სერვისს, გამარტივებულ და მოქნილ პროცედურებს, თქვენთვის ძვირფასი დროის და თანხების მინიმალურ დანახარჯს და ამ ყველაფრიდან მაქსიმალურ შედეგს, რომლითაც თქვენც და თქვენი ოჯახი აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით!

ჩვენი ამოცანაა, არა უბრალოდ აგიშენოთ სახლი განსაზღვრულ ტერიტორიაზე, არამედ გაგიმარტივოთ ყველა ის დამღლელი ნაბიჯი, რომელთაც არქიტექტურული, სამშენებლო თუ ბიუროკრატიული თვალსაზრისით, ეს პროცესი მოიცავს.

ჩვენ გავდივართ ყველა ეტაპს ერთად:

1) გთავაზობთ და ერთად ვარჩევთ მიწის ნაკვეთს.

2) გთავაზობთ სახლის პროექტებს, რომელშიც კორექტივებს თქვენი გემოვნების მიხედვით შეიტანთ.

3) გირჩევთ პროფესიონალ მშენებლებს, რომლებიც ხარისხიანად და კეთილსინდისიერად შეასრულებენ თავიანთ სამუშაოს.

4) წინასწარ შეგიდგენთ და დაგითვლით მშენებლობის ხარჯების ბიუჯეტს და დინების გრაფიკს.

5) ჩაგაბარებთ სახლს, სადაც იცხოვრებთ მშვიდად და ბედნიერად.

და მაინც, თუ თქვენ კითხვა გაგიჩნდებათ, თუ რატომ უნდა აირჩიოთ „ჰაბმშენი“ და რა უპირატესობებს იძლევა ეს კომპანია, შეგვიძლია ეს დაწვრილებით ჩამოგიწეროთ:

• მისაღები ფასები

• თქვენს გემოვნებაზე მორგებული სერვისი
• პირობების სრული დაცულობა
• ხარისხიანი და გადამოწმებული მასალა
• მშენებლობის ყოველი ეტაპის სრული კონტროლი
• შუამავლობა ბანკებთან
• თანამედროვე არქიტექტურული პროექტები
• გამოცდილი და სანდო გუნდი
• მუდმივი კავშირი მომხმარებელთან
• მიწები თბილისი შემოგარენთან

 

კონტაქტი

მოგვწერეთ:

ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მოგვმართეთ შემდეგი ველის გამოყენებით:

გმადლობთ, მესიჯი გაგზავნილია!

ოფისები:

580b57fcd9996e24bc43c526.png