withoutbackground.png

ადმინისტრაციული მენეჯერი

სამუშაო აღწერილობა:
** კომუნიკაციების მომწოდებელ სამსახურებთან ურთიერთობა და სამშენებლო ობიექტამდე მიყვანის უზრუნველყოფა (დენი, წყალი, გაზი);
** შესყიდვების მენეჯერის მიერ განხორციელებული შესყიდვების კონტროლი და აღრიცხვა;
** შესყიდვების მენეჯერის მიერ განხორციელებული შესყიდვების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
** ძირითადი ინვენტარის გადაადგილების ცხრილის წარმოება და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება:
** ელექტრონული ფოსტის მართვა;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის, აღრიცხვა და გადამისამართება;
** თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** დამკვეთთან და სახელმწიფო ინსტანციებთან ოფიციალური მიმოწერის წარმოება.
** კომპეტენციის ფარგლებში დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.


მოთხოვნები:
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცდილება სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში.
** ინგლისური ან/და რუსულის ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.


პიროვნული თვისებები და უნარები:
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** პროაქტიულობა და ინიციატივების გამოჩენის უნარი
** თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** Microsoft Office პროგრამები (Excel -ის მაღალი დონე)

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები 09:00-დან 18:00 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი), 9:00-14:00 (შაბათი)