withoutbackground.png

სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი (პრარაბი)

სამუშაო აღწერილობა:
** დირექტორთან და დამფუძნებელთან ერთად პროექტის დაგეგმვა და შემდგომ მართვა
** პროექტის მსვლელობასთან დაკავშირებით ყოველკვირეული შეხვედრების ჩატარება და მათში მონაწილეობის მიღება
** საჭირო მასალების აღრიცხვა და მოთხოვნის გაგზავნა შესყიდვაზე
** კომუნიკაცია არქიტექტორთან და კონსტრუქტორთან
** სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება
** ბრიგადებთან კომუნიკაცია და მართვა
** საჭიროების შემთხვევაში, მშენებლობაზე მისულ კლიენტებთან კომუნიკაცია და დირექტორის ჩართვა პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში
** შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი დამფუძნებელთან და დირექტორთან
** კომპანიაში დანერგილი საინფორმაციო სისტემების გამოყენება
** ობიექტებზე მარაგების აღრიცხვა და ყოველი სამშენებლო ეტაპის დასრულების შემდეგ ინვენტარიზაციის ჩატარება.


მოთხოვნები:
** განათლება: უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან მშენებლობის მიმართულებით.
** გამოცდილება: უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცდილება სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში და აქვს ArchiCAD-თან მუშაობის გამოცდილება.
** Microsoft Office პროგრამები, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
** სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ენები: რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სხვა მოთხოვნა: B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.


პიროვნული თვისებები და უნარები:
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** პროაქტიულობა და ინიციატივების გამოჩენის უნარი
** თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე

სამუშაო ადგილი: თბილისი (ყოველდღიური სამუშაო ადგილი დამოკიდებული იქნება ობიექტების ლოკაციაზე)
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)
სამუშაო საათები 09:00-დან 18:00 საათამდე.